» » Goal: ოლივერ კანი კონკურენციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს

Goal: ოლივერ კანი კონკურენციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს

3-აგვ-2020, 11:13
1120
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს წევრი ოლივერ კანი ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, საფეხბურთო სამყაროში არსებულ კონკურენციის პრობლემებზე საუბრობს. მისი განცხადებით მსგავსი ტიპის გამოწვევა, მხოლოდ ბუნდესლიგას არ ახასიათებს და შესაბამის მაგალითებზეც უთითებს.

"ვფიქრობ ეს ძალიან მოცულობითი საკითხია, რომელიც უნდა გადაჭრას საფეხბურთო სამყარომ. მაგალითისათვის იტალიაში "იუვენტუსმა" ზედიზედ მეცხრედ მოიპოვა საჩემპიონო ტიტული. ესპანეთში ნამდვილი ბრძოლა მხოლოდ ორ კლუბს შორის მიმდინარეობს - ბარსელონასა და მადრიდის რეალს შორის. თუ ინგლისის პრემიერ ლიგას შევხედავთ იქ ბოლო წლებში სხვადასხვა გუნდები იმარჯვებენ."

"მიუნხენის ბაიერნი მუდამ იყო დაინტერესებული იმით, რომ ბუნდესლიგა უფრო მეტად დაბალანსებული ყოფილიყო. თუმცა ფინანსურ საკითხებზე საუბრის დროს უფრო მეტად უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, რადგან ჩვენ მხოლოდ გერმანიის ჩემპიონატში არ ვასპარეზობთ. ჩვენ ვართ საერთაშორისო ბრენდი და ვთამაშობთ სხვადასხვა ევრო-ტურნირებზე. ეს არ არის მარტივი შეკითხვები, ყველას ერთად გვმართებს მასზე პასუხის მოძებნა, თანაც უახლოეს თვეებში. ნაციონალურ პირველობებზე კარგი კონკურენციის მისაღწევად, აუცილებელია ერთგვარი ბალანსის პოვნა, მაგრამ ბაიერნი ევროპის მასშტაბითაც იბრძვის, ეთამაშება სხვა კლუბებს. ასე რომ მსგავსი ბალანსის დაცვა მარტივი საქმე არ იქნება."-ციტირებს გამოცემა Goal ოლივერ კანის სიტყვებს.

ოლივერ კანი ბაიერნი კონკურენცია

1
0

muller13 (3 აგვისტო 2020 12:18)

კანის ხელში კიდე უფრო განვითარდება ბაიერნი.

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..