» » L’Equipe: ნიკო კოვაჩი "ბაიერნის" რიგებში გატარებულ პერიოდს იხსენებს

L’Equipe: ნიკო კოვაჩი "ბაიერნის" რიგებში გატარებულ პერიოდს იხსენებს

3-აგვ-2020, 13:14
0165
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი მთვარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი, რომელიც მოცემულ მომენტში საფეხბურთო კლუბ "მონაკოს" დამრიგებელია, ჟურნალისტებთან მიცემულ ინეტრვიუში "რეკორდმაისტერში" გატარებულ პერიოდს იხსენებს.

"როდესაც ფეხბურთელი თამაშს ვერ ახერხებს ის უკმაყოფილოა. თუ თამაშს ვერ ახერხებს ე.წ "ვარსკვლავი ფეხბურთელი", მაშინ იგი ძალიან უკმაყოფლოა. ამ დროს მთავარ მწვრთნელზე წნეხი განსაკუთრებით იზრდება. უხელმძღვანელო კლუბს - ეს მარტივი საქმე არ არის. ჩვენი მიზანი იყო ტიტულების მოგროვება და სამ ტიტულს დავეუფლეთ კიდეც. მე ბოლომდე გავიაზრე რაც მოხდა. ეს სამომავლოდ ძალზედ წამადგება. შენით ყველა კმაყოფილი ვერ დარჩება"-ციტირებს გამოცემა L’Equipe ნიკო კოვაჩის სიტყვებს.

იმ პერიოდის განმავლობაში როდესაც ხორვატი სპეციალისტი მიუნხენურ გრანდს ხელმძღვანელობდა, გუნდმა სამი ტუტული მოიპოვა. ბაიერნი გახდა გერმანიის ჩემპიონი, მოიგო ნაციონალური თასი და გერმანიის სუპერთასი. მიუხედავად ამისა "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობა კოვაჩის მუშაობით უკმაყოფილო დარჩა, რამაც საბოლოო ჯამში კლუბიდან მისი დათხოვნა გამოიწვია.

ნიკო კოვაჩი მონაკო ბაიერნი

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..