Spox: ცორკი ული ჰიონესს პასუხობს
დოტმუნდის "ბორუსიას" სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ული ჰიონესის სიტყვებს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, ამ უკანასკნელმა გამოცემა Spox-თან საუბრის დორს "შავ-ყვითელთა" სატრანსფერო პოლიტიკა ღიად გააკრიტიკა.
"ამ გამონათქვამებს ვუყურებ, როგორც ქედმაღლურ განცხადებებს, რომელთა დიდი ნაწილი სიმართლეს უბრალოდ არ შეესაბამება. როდესაც 250 მილიონ ევროზე მეტი, ყოველწლიურად ჯიბეში გიდევს, რა თქმა უნდა, მარტივია უდარდელად იყო."-აღნიშნავს მიახეალ ცორკი.
შეგახსენებთ, ორიოდე დღის წინ ამავე გამოცემასთან საუბროს დროს ბაიერნის საპატიო პრეზიდენტი ული ჰიონესი შემდეგი შინაარსის კომენტარს აკეთებდა -"თუ დორტმუნდის "ბორუსია" ყიდულობს ძალიან ნიჭიერ ფეხბურთელს, რომელიც კარგად თამაშს იწყებს, რამდენიმე თვეში იგი გაიგებს ან თავად კლუბიდან, ან გარედან, რომ მის გაყიდვას აპირებენ. ამის შემდეგ, როგორ შეიძლება ფეხბურთელმა კლუბის "დნმ"-ი გაითავისოს, როდესაც გრძნობს, რომ გასაყიდი ობიექტია. ჩვენთან ასეთი რამ არ ხდება. ჩვენ ფეხბურთელებს იმის გამო არ ვყიდულობთ, რომ ბიზნესით დავკავდეთ. ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ იგი საუკუნოდ "ბავარიელია"-აღნიშნა ჰიონესმა
მიახელ ცორკი ული ჰიონესი დორტმუნდის ბორუსია ბაიერნი