» » ჰიტცფელდი: ჰაინკესი - გვარდიოლას დუეტი არ გაამართლებს

ჰიტცფელდი: ჰაინკესი - გვარდიოლას დუეტი არ გაამართლებს

3-01-2013, 19:16
0116
მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა მწვრთნელმა, ოტმარ ჰიტცფელდმა, Goal-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იუპ ჰაინკესისა და პეპ გვარდიოლას თანამშრომლობა წარმატებული პროექტი არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი მწვრთნელი, უკვე ერთი წელია ისვენებს. პეპ გვარდიოლა ბოლოს, გასულ სეზონს, კატალონიის ბარსელონას მწვრთნელი გახლდათ. 41 წლის მწვრთნელის დაბრუნების საკითხს ბევრი ჟურნალისტი გამოეხმაურა და საკმაოდ დიდი აჟიოტაჟია შექმნილი. ჟურნალისტების აზრით, პეპ გვარდიოლას ერთ-ერთი კანდიდატი კლუბი მიუნხენის ბაიერნია.

მიუნხენელთა ყოფილი მწვრთნელი, დარწმუნებულია, რომ ჰაინკესი - გვარდიოლას დუეტი არ შედგება.

"მას, ვისაც მწვრთნელად უმუშავია კარგად იცის, რომ ბოლო სიტყვა ყოველთვის მწვრთნელს ეთქმის. ორი მწვრთნელის მუშაობა ნამდვილად რთული ამოცანა იქნება. სპორტულ დირექტორთან ერთადაც კი რთულია მუშაობა და რა მოხდება, როცა ორი მწვრთნელი უდგას გუნდს სათავეში?! სად იწყება და სად მთავრდება სპორტული დირექტორის ძალაუფლება უმეტეს შემთხვევაში ბუნდოვანია. მიუნხენელთა ცხოვრებაში მატიას ზამერი საკმაოდ დიდ როლს თამაშობს. შესაბამისად, ჰაინკესი - გვარდიოლას დუეტი წარუმატებლად მიმაჩნია", - ამბობს ჰიტცფელდი

63-წლის სპეციალისტმა მიუნხენელებს იუპ ჰაინკესთან კონტრაქტის გახანგრძლივება ურჩია.

"სეზონის პირველმა ნახევარმა გვიჩვენა, რომ გერმანულ გრანდში ყველაფერი შესანიშნავადაა. მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელობამ, ახალ მწვრთნელთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მალევე უნდა მიიღონ, რადგან პროცესის გაჭიანურება, შეიძლება, ცუდათ აისახოს გუნდზე", - ამბობს ოტმარ ჰიტცფელდი Goal-თან ინტერვიუში.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..