» » FCB: სანდრო ვაგნერმა კარიერა დაასრულა

FCB: სანდრო ვაგნერმა კარიერა დაასრულა

4-აგვ-2020, 11:28
0141
Servus, Sandro! 13 წლიანი პროფესიული კარიერის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ფეხბურთელმა სანდრო ვაგნერმა ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა. -"მე ძალიან მადლიერი ვარ ფეხბურთის, რომელმაც მომცა საშუალება ცხოვრების ასეთი ბრწყინვალე პერიოდი გამეტარებინა. მე შევძელი და ჩემი ოცნებები რეალურად ვაქციე."-აღნიშნავდა სანდრო ვაგნერი გამოცემა Bild-თან საუბრის დროს. -"ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მწვრთნელებს და თანაგუნდელებს. მადლობა გულშემატკივარს! გერმანიაში ჩვენ საუკეთესო არენები გვაქვს და გვყავს ბრწყინვალე ქომაგები."-დასძინა ვაგნერმა.

FCB: სანდრო ვაგნერმა კარიერა დაასრულა


მზადება სამწვრთნელო კარიერისთვის

მიუხედავად პროფესიული კარიერის დასრულებისა "ექს-ბავარიელი" ფეხბურთიდან წასვლას არ აპირებს. სექტემბრის თვიდან ვაგნერი სამწვრთნელო საქმიანობის შესწავლას დაიწყებს -"ჩემი გეგმა მდგომარეობს შემდეგში - ვაპირებ სამწვრთნელო საქმიანობას მივყო ხელი."-აღნიშნავდა ვაგნერი, რომლის უკანასკნელი კლუბი ჩინური "ტიანზინ ტედი" იყო.

სანდრო ვაგნერი 2002 წლის ზაფხულიდან, ბაიერნის ახალგაზრდული კლუბის წევრი იყო. 2007 წელს კი მისი დებიუტი შედგა "რეკორდმაისტერის" რიგებში. 2008 წელს ხსენებული თავდამსხმელი დუბლ-ტიტულის დაეუფლა, ამის შემდეგ კი ასპარეზობა "დუისბურგში" განაგრძო. სხვადასხვა დროს იგი ირიცხებოდა "ვერდერის", "კაიზერის", "ჰერტას", "დარმშტადისა" და "ჰოფენჰაიმის" შემადგენლობაში. აღნიშნულის შემდგომ სანდრო ვაგნერი კვლავ "ბაიერნს" დაუბრუნდა.



გერმანიის ორგზის ჩემპიონი და "პოკალის" გამარჯვებული

როდესაც ვაგნერი მიუნხენურ კლუბს დაუბრუნდა, 2018 წელს მან გერმანიის ჩემპიონობა იზეიმა. ასევე გახდა ნაციონალური თასის მფლობელიც. მთლიანობაში მან "ბაიერნის" მაისური 38 ჯერ მოირგო, გამოირჩა 11 გატანილი გოლითაც. რაც შეეხება ბუნდესნაკრებს -ექსფორვარდი 2017 წელს კონფედერაციის თასის გამარჯვებული გახდა, ხოლო 2009 წელს U21 ნაკრებში კი ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

სანდრო ვაგნერი ბაიერნი კარიერის დასრულება

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..