» » Sky Sport: მათეუსი ული ჰიონესის განცხადებას გამოეხმაურა

Sky Sport: მათეუსი ული ჰიონესის განცხადებას გამოეხმაურა

4-აგვ-2020, 13:41
0149
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული ფეხბურთელი, ლოთარ მათეუსი ული ჰიონესის განცხადებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, ჰიონესმა დორტმუნდის "ბორუსიას" სატრანსფერო პოლიტიკა ღიად გააკრიტიკა.

"მას მხედველობაში ჰქონდა ის ფაქტი, რომ "დორტმუნდის" ბიზნეს-მოდელი არ არის საუკეთესო, თუ შენ გსურს მოიგო ტიტულები და ამავედროს შეინარჩუნო იდენტობა. მიუნხენის "ბაიერნს" ყოველ წელს ერთი მიზანი აქვს, მოიგოს უეფას ჩემპიონთა ლიგა. დორტმუნდისათვის კი ნორმალური მაჩვენებელი იქნება თუ იგი გაიმარჯვებს გერმანიის თასზე ორ წელიწადში ერთხელ და ბუნდესლიგაში მეორე პოზიციაზე გავა. ეს არ არის კრიტიკა, პირიქით ბედნიერები ვართ, რომ გვყავს ასეთი მეორე ძალა.

თქვენ არ გახდებით უკეთესები თუ, თქვენივე სუპერ-ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხას ჩაწერთ. ნათელია, რომ ბაიერნი ამით უკვე 40 წელია რაც კავდება. კლუბში თანხები წარმატებით შემოდიოდა, ხანაც წარუმატებლად. "ბაიერნი" ეუბნება ლევანდოვსკის -"თუ შენ გსურს ჩვენს გუნდში თამაში, შენ იმდენად ძვირი უნდა ღირდე, რომ არ მოისურვო კონტრაქტში გამოსყიდვის ოფცია და თუ შენში შემოგვთავაზებენ 100 მილიონ ევროს - ეს ჩვენთვის სულერთი იქნება."-ბორუსიაში ყველაფერი საპირისპიროდ არის.

მიმაჩნია, რომ დორტმუნდმა ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტი სიმკაცრე უნდა გამოიჩინოს. თუ ჰოლანდი "ზალცბურგიდან" "ბორუსიაში" გადადის, ისე რომ მას არ აქვს შემოთავაზება, "ბარსადან", "რეალიდან", "ბაიერნიდან" ან "სიტიდან", რადგანაც მათ უკთესი შემტევები ჰყავთ, ეს არ ნიშნავს, იმას რომ მან მოითხოვს კონტრაქტში გამოსყიდვის პუნქტის შეტანა. ეს ეხება სანჩოსაც. დემბელე, ობამეიანგი, სანჩო. ისინი კლუბს ვერ ეჩვევიან რადგან იციან, რომ მალე წავლენ.

ასე, რომ შეუძლებელია აქ იყოს მენტალიტეტი და სტრუქტურა, რომლის ჩამოყალიბებასაც წლები სჭირდება. ვერავინ ვერ იგრძნობს აქ ერთობას, გადამწყვეტ მომენტში როდესაც გაჟღერდება "თუ" და"მაგრამ". საკმარისი იქნება წინააღმდეგობა გაუწიო ბაიერნს, თუმცა ტიტულებისათვის იშვიათად გაიბრძოლებ.

მე მესმის ული ჰიონესის განწყობების, მაგრამ იმასაც ვაცნობიერებ, რომ ერთი ხელის მოსმით დორტმუნდში ვერაფერს შეცვლი. ასევე დასაფასებელია ისიც, თუ რას მიაღწია კლუბმა იმ შესაძლებლობებით რაც მათ 10 წლის წინ ჰქონდათ."
-ციტირებს Sky Sport ლოთარ მათეუსის სიტყვებს.

ლოთარ მათეუსი დორტმუნდის ბორუსია სატრანსფერო პოლიტიკა

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..