» » ლევანდოვსკი: კლოპი საუკეთესოა!

ლევანდოვსკი: კლოპი საუკეთესოა!

4-აგვ-2020, 14:00
0124
მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი ლეგიონერი რობერტ ლევანდოვსკი ჟურნალისტებთან მიცემულ ინეტრვიუში, იურგენ კლოპის შესახებ საუბრობს. ჟურნალისტმა რობერტს შეკითხვა დაუსვა იმის თაობაზე, თუ ვის მიიჩნევს იგი საუკეთესო მწვრთნელად, ვისთანაც კი ოდესმე უმუშავია.

"ვფიქრობ ეს იურგენ კლოპია. მის შემდეგ კი დავასახელებდი პეპ გვარდიოლას. კლოპს თითქოს ორი სახე აქვს. იგი ფეხბურთელებს ისე კეთილად ექცევა, გეგონება მათი მამა იყოს. მისი მეორე სახე - ეს მთავარი მწვრთნელის სახეა. მას შეუძლია შენ გითხრას ყველაფერი და აქ კარგ სიტყვებს არ ვგულისხმობ. მას აქვს უნარი ცუდად ილაპარაკოს. ფეხბურთელებისთვის კლოპი ბრწყინვალე მოტივატორია. ის მოქმედებს იდეალურად, რადგანაც იცის სად გადის ზღვარი, რომელსაც ფეხბურთელის მიმართ წნეხად გამოიყენებს, ან პირიქით შეასუსტებს ზეწოლას. მისი სამწვრთნელო საქმიანობა შთამბეჭდავია. იურგენი არამხოლოდ კარგი მწვრთნელი, არამედ კარგი ადამიანიც არის."-აცხადებს რობერტ ლევანდოვსკი გამოცემა ESPN-სთან ჩაწერილ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რობერტ ლევანდოვსკი და იურგენ კლოპი 2010-2014 წლებში დორტმუნდის "ბორუსიას" რიგებში ერთად მუშაობდნენ.

რობერტ ლევანდოვსკი იურგენ კლოპი პეპ გვარდიოლა

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..