» » კანი: შენ მუდამ სამაგალითო იყავი!

კანი: შენ მუდამ სამაგალითო იყავი!

6-აგვ-2020, 10:57
0113
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული კარის დარაჯი, ოლივერ კანი სოციალურ ქსელ twitter-ის მეშვეობით იკერ კასილასს მიმართავს. შეგახსენებთ მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა კიპერმა 4 აგვისტოს საკუთარი გადაწყვეტილება გაახმოვანა, რომლის თანახმადაც იკერი პროფესიულ საფეხბურთო კარიერას ასრულებს.

"ერთ-ერთი უბრწყინვალესი ემშვიდობება სცენას. ჩვენ შესანიშნავი ორთაბრძოლები გვქონდა, დიდებული პაექრობები, თუმცა ურთიერთ პატივისცემა მუდამ პირველ ადგილზე იყო. ფეირ-პლეი და მოწიწებითი ურთიერთობა, ეს ყველაზე სათნო მომენტია სპორტში. ჩემო მეგობარო, შენ მუდამ სამაგალითო იყავი!"-წერს ოლივერ კანი.

იკერ კასილასი მადრიდის "რეალის" აღზრდილი ფეხბურთელია. იგი ამ კლუბის ღირსებას 1998 წლიდან 2015 წლამდე იცავდა. ამ დროის მანძილზე მან 18 ტიტულს მოუყარა თავი. ხუთჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ორჯერ მოიგო ნაციონალური თასი, სამჯერ კი უეფას ჩემპიონთა ლიგა. "პორტუს" შემადგენლობაში იკერმა თავისი კარიერის ბოლო წლები დაჰყო. მან ორჯერ იზეიმა პორტუგალიის ჩემპიონობა, ასევე დაეუფლა პორტუგალიის თასსა და სუპერთასს.

ოლივერ კანი იკერ კასილასი

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..