» » Goal: რობერტო ჰილბერტი რონალდინიოს შესახებ საუბრობს

Goal: რობერტო ჰილბერტი რონალდინიოს შესახებ საუბრობს

12-აგვ-2020, 23:48
0241
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ "შტუტგარტის" ყოფილი ნახევარმცველი რობერტო ჰილბერტი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინეტრვიუში რონალდინიოს შესახებ საუბრობს.

"საუკეთესო ფეხბურთელი, რომლის წინააღმდეგაც კი მითამაშია ეს რონალდინიოა. იგი არის საუკეთესო ამ სპორტის ისტორიაში. ის იყო მუდამ ძლიერი, სწრაფი და მხირაული. იმ პერიოდში "შტუტგარტი" "ბარსელონას" დაუპირისპირდა და ყველაფერი ისე არ დასრულდა, როგორც ეს ჩვენ წარმოგვედგინა. მიუხედავად ამისა ეს იყო წარმოუდგენელი გამოცდილება. მის შეჩერებას ვცდილობდი, თუმცა ეს მარტვივი საქმე არ ყოფილა."

"რონალდინიო და ფრანკ რიბერი ფეხბურთს უდგებოდნენ, როგორც გასართობ საშუალებას და მას როგორც სამუშაოს ისე არ აღიქვამდნენ. ისინი, უბრალოდ ბედნიერები იყვნენ მოედანზე ყოფნით და თამაშით. ეს მოთამაშეები ფეხბურთს გულით გრძნობდნენ და ამაში ბედნიერებას პოულობდნენ. სწორედ ესენი არიან ტალანტები, ისინი ვისაც ხელეწიფებათ ისეთი საქმეები, რომელიც სხვას უბრალოდ არ ძალუძს"

"მესი, რონალდო, მბაპე და ნეიმარი, ესენიც თამაშობენ, იმიტომ რომ ეს მათ ხიბლავთ. მათ არასდროს არ აქვთ განცდა თითქოს უიღბლო მომენტში არიან და არ ვფიქრობ, რომ ესენი არასაკმარისად კარგები არიან. მათ ბრწყინვალედ გაჰყავთ დრო. ვფიქრობ, რონალდინიოს და რონალდოს შეძენა ამ საბაზრო პირობებში შეუძლებელი იქნებოდა. თუ ნეიმარი 200 მილიონი ფუნტი სტერლინგი ღირს (დაახლოებით 221 მილიონი ევრო) მაშინ რონალდინიოსა და რონალდოს შეფასება შეუძლებელი იქნებოდა."-ციტირებს გამოცემა Goal-ი რობერტო ჰილბერტის სიტყვებს.

რობერტო ჰილბერტი რონალდინიო რონალდო

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..