» » Marca : მიულერი "ბარსელონასთან" მოახლოებულ პაექრობას გამოეხმაურა

Marca : მიულერი "ბარსელონასთან" მოახლოებულ პაექრობას გამოეხმაურა

14-აგვ-2020, 11:45
0137
მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი თომას მიულერი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გასამართ ორთაბრძოლას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, 14 აგვისტოს ლისაბონში ერთმანეთს გერმანიის "რეკორდმაისტერი" და კატალონიის "ბარსელონა" დაუპირისპირდება.

"ველი, რომ მოედანზე გავა ორი ისეთი გუნდი, რომელთაც ძალზედ ხიბლავს ბურთის ფლობა. ჩვენი სურვილია ბურთის გარეშედაც კარგად ვიმოქმედოთ, მაქსიმალურად გავურთულოთ ცხოვრება "ბარსელონას", როდესაც ისინი ბურთით იქნებიან და მყისიერად დავიბრუნოთ მასზე კონტროლი. მესის გაჩერება შესაძლებელია, იმ შემთხვევაში თუ ამას მთელი გუნდი შეეცდება. ალფონსო დევისს აქვს შესაბამისი დავალება, ის კი მარტო არ იქნება."-ციტირებს გამოცემა Marca თომას მიულერის სიტყვებს.

მოახლოებულ პაექრობას, ასევე გამოეხმაურა მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე -"ალფონსო დევისმა ბრწყინვალე სეზონი განვლო და სრულიად დამსახურებულად იქნა აღიარებული ბუნდესლიგის აღმოჩენად. თუ მესი მარჯვენა ფლანგზე მოგვევლინება, მაშინ ალფონსო მას სათანადოდ მიხედავს. ეს ძალიან რთული, თუმცა საინტერესო დავალებაა. ამ სეზონში დევისს არავინ გაცდენია, არც ორთაბრძოლების დროს და არც სისწრაფეში."-აღნიშავს რუმენიგე გამოცემა Goal-თან საუბრის დროს.

თომას მიულერი ალფონსო დევისი ლიონელ მესი ბარსელონა

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..