» » სალიჰამიჯიჩი: ეს განსაკუთრებული მიღწევაა

სალიჰამიჯიჩი: ეს განსაკუთრებული მიღწევაა

15-აგვ-2020, 10:40
098
მიუნხენის "ბაიერნის" მართველი საბჭოს წევრი, ჰასან სალიჰამიჯიჩი "ბარსელონასთან" გამართულ პაექრობას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის ეგიდით "რეკორდმაისტერმა" კატალონიური გრანდი გამანადგურებელი ანგარიშით 8:2 დაამარცხა და ნხევარფინალის საგზურიც მოიპოვა.

"ძალიან კარგად დავიწყეთ მატჩი, მიუხედავად იმისა, რომ სულელური შეცდომის გამო გოლი მივიღეთ საკუთარ კარებში. პირველი ტაიმი უბრალოდ სიგიჟე იყო. მქონდა შეგრძნება, რომ ყოველი დარტყმული ბურთი გატანილი გოლი იქნებოდა. მოუგო "ბარსელონას" ასე - ეს განსაკუთრებული მიღწევაა. თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ ეიფორიას მივეცეთ. რა თქმა უნდა, ბედნიერები ვართ ასეთი ანგარიშის დაფიქსირებით, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტი გვწადია."-ციტირებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ჰასან სალიჰამიჯიჩის სიტყვებს.

ცნობილი გახდა, რომ კატალონიურ გრანდს მსგავსი კოშმარული მაჩვენებელი (მიღებული 8 გოლი) შორეული 1946 წლის შემდეგ არ ჰქონია. რაც შეეხება მიუნხენის "ბაიერნს", ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ორთაბრძოლაში "ლიონისა" და მანჩესტერ "სიტის" გამარჯვებულს შეხვდება.

ჰასან სალიჰამიჯიჩი ბარსელონა ბაიერნი ჩემპიონთა ლიგა

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..