» » Daily Mail: კოუტინიო "ბარსელონასთან" გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა

Daily Mail: კოუტინიო "ბარსელონასთან" გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა

15-აგვ-2020, 10:57
0164
კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო, რომელიც მოცემულ მომენტში არენდის წესით, მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში ასპარეზობს, ესპანურ გრანდთან მიღწეულ გამარჯვებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის ეგიდით გამართულ შეხვედრაში (8:2) ფილიპე კოუტინიო დუბლის ავტორი გახდა.

"ეს იყო, ძალიან მნიშვნელოვანი საღამო რა დროსაც ერთმანეთს მოსფლიოს ორი საუკეთესო კლუბი დაუპირისპირდა. ბედნიერი ვარ, რომ ნახევარფინალში გასვლა შევძელით"-ლაკონურად შემოიფარგლა ფილიპე კოუტინიო.

ხსენებულ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, მიუნხენური კლუბის კიპერმა მანუელ ნოიერმაც -"მარკი ძალიან მეცოდება (იგულისხმება ტერ შტეგენი), მისი კარგად მესმის. მაგრამ ჩვენ უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ვასპარეზობდით, ამას კი არაფერი საერთო არ აქვს სანაკრებო ურთიერთობასთან."-ციტირებს Daily Mail მანუელ ნოიერის სიტყვებს.

ფილიპე კოუტინიო მანუელ ნოიერი ბარსელონა ჩემპიონთა ლიგა

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..