» » დე იონგი : ძირეული ცვლილებებია საჭირო

დე იონგი : ძირეული ცვლილებებია საჭირო

15-აგვ-2020, 11:47
0122
კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი, მიუნხენის "ბაიერნთან" განცდილ მარცხს გამოეხმაურა.

"ამ მატჩმა ნათლად წარმოაჩინა, თუ რამელა პრობლემები არსებობს ჩვენს გუნდში. ვიცით, რომ ცვლილებებია საჭირო. ქომაგებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ. აუცილებელია ძირეული ცვლილებები. გვწამდა, რომ "ბაიერნის" დამარცხება შეგვეძლო. დიახ, გოლი გავუშვით, თუმცა მალევე გათანაბრდა ანგარიში და გვქონდა, რამდენიმე სახიფათო მომენტი. სწორედ ამიტომ რწმენაც შევინარჩუნეთ, ვფიქრობ რომ ეს კარგად ჩანდა.

მაგრამ ბაიერნი გაცილებით უკეტესი გუნდი იყო. აქ არ მიდის საუბარი ტალანტებზე, აღსანიშნავია თამაშის ინტენსიურობა და შავი სამუშაო, რასაც მიუნხენელები აკეთებდნენ. რა თქმა უნდა, ასეთი ანგარიში დიდი იმედგაცრუებაა, არამხოლოდ პირადად ჩემთვის, არამედ მთლიანად კლუბისთვის. ბარსელონა მიჩვეული იყო გამარჯვებებს და ტიტულების მოგროვებას, უკეთ თამაში გვმართებს."
-ციტირებს გამოცემა Goal ფრენკი დე იონგის სიტყვებს.

ფრენკი დე იონგი ბაიერნი ბარსელონა ჩემპიონთა ლიგა

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..