» » გორეცკა : ეს სახალისო იყო

გორეცკა : ეს სახალისო იყო

15-აგვ-2020, 12:29
0139
კატალონიის "ბარსელონასთან" დაფიქსირებულ გამანადგურებელ გამარჯვებას გამოეხმაურა "რეკორდმაისტერის" ნახევარმცველი ლეონ გორეცკა.

"არა, არ არის მტკივნეული დაამარცხო მესი, რომელიც ბავშობაში ჩემი კუმირი იყო. პირიქით, ეს სახალისო გახლდათ. ძნელია სიტყვებით გადმოვცე ის, თუ რას ვგრძნობ ახლა, ნამატჩევს. ვფიქრობ, შედეგის ანალიზისათვის რამდენიმე დღეა საჭირო. ჩვენ საოცარი თავდაჯერებულობით ვმოქმედებდით."-ციტირებს Sky Sports ლეონ გორეცკას სიტყვებს.

ხსენებულ ორთაბრძოლას ასევე ეხმიანება, მიუნხენის "ბაიერნის" კიდევ ერთი ფეხბურთელი იოზუა კიმიხი -"მტკივნეულია. ძალიან ძნელია წარმოიდგინო "ბარსელონასთან" გამარჯვება ამ ანგარშით. ჩვენ პირველივე წუთებიდან კონცენტრირებულები ვიყავით და წინ მივიწევდით. ეს არის წარმოუდგენელი შედეგი, მაგრამ ჯერ არაფერი არ დაგვისრულებია."-აღნიშნავდა კიმიხი

ლეონ გორეცკა იოზუა კიმიხი ბაიერნი ბარსელონა

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..