» » მიულერი: გუნდი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება

მიულერი: გუნდი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება

15-აგვ-2020, 18:32
0108
მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი თომას მიულერი, რომელიც "ბარსელონასთან" გამართულ შეხვედრაში "მატჩის მოთამაშედ" დასახელდა, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში შემდეგი შინაარსის კომენტარს აკეთებს.

"ძალიან რთულია ამ ყოველივეს ახსნა. ჩვენი გუნდი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. დიდად მადლობელი ვარ "მატჩის მოთამშის" ტიტულის მიღებით, თუმცა ჩვენს გუნდში 12-15 ფეხბურთელია, ვინც ამას იმსახურებს. ისეთ ინტენსიურ ფეხბურთს ვთამაშობთ, ჩვენი დამარცხება რთული საქმე იქნება.

დღეს ჩვენ თითქოს ჰაერში გამოვეკიდეთ. ფეხბურთელების სახელებს მნიშვნელობა არ აქვს, რა თქმა უნდა, ბარსელონა განსაკუთრებული კლუბია, სწორედ ამიტომ უფრო მეტად მოგვიხდა აგრესიულობის გამოჩენა. ამას გამუდმებით ვდემონსტრირებდით. მათი პრესინგი პრობლემა არ ყოფილა. როდესაც ჩვენ გვაქვს ბურთი და ვუტევთ, ტალანტების ნაკლებობას არ განვიცდით.

ალბათ, წარმოგიდგენიათ თუ რას ვგრძნობთ ახლა, თუმცა მოცემულ მომენტში დამშვიდება და ძალების აღდგენა გვმართებს. დიახ, უნდა ვიზეიმოთ. ხვალ გავიღვიძებთ და ყოველ მიღებულ შეტყობიბნებას ვუპასუხებთ, მოწერილი იქნება ეს სახლიდან თუ მთელი მსოფლიოდან. ამის შემდეგ კი აუცილებელია მომავალ დაპირისპირებაზე ფიქრი. ჩვენ აქ მხოლოდ ერთი რამისთვის ვიმყოფებით - გამარჯვებას მივაღწიოთ ფინალურ ორთაბრძოლაში!"
-ციტირებს BT Sport თომას მიულერის სიტყვებს.

თომას მიულერი ბარსელონა ჩემპიონთა ლიგა

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..