» » მოსტოვოი: ბაიერნს ბარსელონას დამცირება სურდა

მოსტოვოი: ბაიერნს ბარსელონას დამცირება სურდა

15-აგვ-2020, 18:34
0139
რუსეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ალექსანდრ მოსტოვოი, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის "ბაიერნისა" და კატალონიის "ბარსელონას" გუშინდელ პაექრობას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, გერმანულმა გრანდმა "ბარსელონა" გამანადგურებელი ანგარიშით 8:2 დაამარცხა.

"გუშინდელი საღამო "ბარსელონასათვის" უბრალოდ კოშმარი იყო. სიტყვების მოძებნაც კი რთულია, არანორმალური რამ მოხდა. უნდა ვაღიაროთ, რომ მიუხედავად "ბარსელონას" ყველა სისუსტისა, "ბავარიამ" ბრწყინვალე შედეგი დადო. ეს იყო მკვლელის ინსტიქტი. ისინი არ ჩერდებოდნენ და სურდათ "ბარსელონა" მაქსიმალურად დაემცირებინათ. მათ რომ დამატებით 5 წუთი ჰქონოდათ, კიდევ რამდენიმე გოლის გატანას მოახერხებდნენ."

"ბარსელონას" გუშინ ყველაფერი ჩაუვარდა. მესი პირველი 30 წუთის მანძილზე სიტუაციის გამოსწორებას ლამობდა. მას პატივისცემით უნდა მოვეპყროთ. იგი 15 წელია რაც ამ გუნდს ათრევს. მეორე ნახევარში მან კარგად გაითავისა, რომ არაფრის გაკეთება აღარ შეიძლებოდა. "ბავარიამ" ფიზიკური მონაცემებითაც დაჩაგრა "ბარსა". რას აკეთებდა "ბარსელონა" მოსამზადებელ პერიოდში? რატომ განიცადა მან ასეთი დამცირება? ასეც ხდება, რადგანაც 1:1 ის შემდგომ "ბარსას" გატანა შეეძლო. მაგრამ მზადყოფნის თვალსაზრისითაც "ბაიერნი" აშკარად ჯობდა. "ბავარიას" ყველაფერი გამოდიოდა."
-აღნიშნავს მოსტოვოი გამოცემა Чемпионат_თან საუბრის დროს.

ალექსანდრ მოსტოვოი ბაიერნი ბარსელონა ჩემპიონთა ლიგა

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.