» » ბოატენგი: ასეთი რამ ყოველდღე არ ხდება

ბოატენგი: ასეთი რამ ყოველდღე არ ხდება

16-აგვ-2020, 18:15
0109
მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი ჟერომ ბოატენგი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტრვიუში, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე გერმანიის "რეკორდმაისტერის" ასპარეზობაზე საუბრობს. ფეხბურთელი ასევე გამოეხმაურა მის ფიზიკურ კონდიციებთან დაკავშირებულ საკითხებსაც.

"არსებობს რამდენიმე დეტალი. აუცილებელია მთავარი მწვრთნელის ნდობა დაიმსახურო და ამასთან ერთად ფეხბურთის თამაშითაც სიამოვნება მიიღო. სულ ეს არის. თითოეული წამით ვტკბები. უეფას ჩემპიონთა ლიგა? ყველასათვის კარგად ცნობილია, რომ ასეთი შედეგი ყოველდღე არ მიიღწევა. ჩვენ ახლა ნახევარფინალში ვიმყოფებით და მხოლოდ ერთი რამ გვსურს - გავიდეთ ფინალში."-ციტირებს ჟერომ ბოატენგის სიტყვებს მიუნხენის "ბაიერნის" twitter-ის ოფიციალური გვერდი.

შეგახსენებთ, მიუნხენის "ბაიერნმა" მეოთხედფინალურ ორთაბრძოლაში კატალონიის "ბარსელონა" გამანადგურებელი ანგარიშით 8:2 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვა. 19 აგვისტოს ჩანიშნულ პაექრობაში მიუნხენური გიგანტი საფეხბურთო კლუბ "ლიონს" დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.

ჟერომ ბოატენგი უეფას ჩემპიონთა ლიგა

1

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.