» » ფაბრიციო რომანო : შესაძლოა მარტინესი "ფიორენტინაში" ვიხილოთ

ფაბრიციო რომანო : შესაძლოა მარტინესი "ფიორენტინაში" ვიხილოთ

17-აგვ-2020, 13:03
095
მიუნხენის "ბაიერნის" 31 წლის ნახევარმცველმა ხავი მარტინესმა, შესაძლოა ასპარეზობა იტალიის სერია ა- ში განაგრძოს. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, twitte-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

"ფიორენტინა" ხსენებული გარიგების განხორციელებას, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეეცდება. მოლაპარაკებების ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი კი, შესაძლოა მარტინესის გასამრჯელო გახდეს. ესპანელმა ლეგიონერმა, არაერთხელ აღნიშნა, რომ განიხილავს სხვადასხვა ვარიანტებს, თუმცა თავდაპირველად გერმანიის "რეკოდმაისტერთან" აპირებს მომავალი ურთიერთობის გარკვევას.

ხავი მარტინესი მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში 2012 წლიდან ასპარეზობს. ხსენებული ნახევარმცველი სხვადასხვა დროს იცავდ ბილბაოს "ატლეტიკოსა" და "ოსასუნას" ღირსებას. "ბავარიასთან" მისი მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. სატრანსფერო თანხად კი 13 მილიონი ევრო მოიაზრება.

განვლილ სეზონში ხავი მარტინესმა "ბაიერნის" მაისურით 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სამწუხაროდ, ესპანელი ნახევარმცველი ვერ გამოირჩა ვერც გატანილი გოლით და ვერც შედეგიანი გადაცემით.

ხავი მარტინესი ბაიერნი ფიორენტინა ტრანსფერი

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.