» » Sky Sports: "ბაიერნს" უპამეკანო სურს

Sky Sports: "ბაიერნს" უპამეკანო სურს

17-აგვ-2020, 13:42
0150
საფეხბურთო კლუბ "ლაიპციგის" უკანახაზელი დაიო უპამეკანო, შესაძლოა მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში ვიხილოთ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Sky Sports წერს. მიუხედავად იმისა, რომ უპამეკანომ სულ ცოტა ხნის წინ, "ლაიპციგთან" არსებული კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძივე, ეს ხელისშემშლელი ბარიერი ვერ იქნება -აღნიშნავს ხსენებული გამოცემა.

წყარო ასევე მიუთითებს, რომ მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად აღნიშნული ფეხბურთელის მომსახურებით ლონდონის "არსენალიც" არის დაინტერესებული. ხსენებულ ფაქტს, არაერთი დასავლური გამოცემა ადასტურებს. დაიო უპამეკანო სათამაშო დროის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. "ლაიპციგის" რიგებში მან ბუნდესლიგის 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გამოირჩა საგოლე გადაცემითაც. რაც შეეხება უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მის ასპარეზობას, 1/4 ფინალურ შეხვედრაში სადაც "ლაიპციგი" მადრიდის "ატლეტიკოს" უპირისპირდებოდა, უპამეკანო მატჩის მოთამაშედ დაასახელეს.

გამოცემა transfermarkt ფეხბურთელს 45 მილიონ ევროდ აფასებს. შედგება თუ არა შესაბამისი გარიგება მიუნხენის "ბაიერნსა" და "ლაიპციგს" შორის, ამას უახლოესი სატრანსფერო პერიოდი გვიჩვენებს.

ბაიერნი ლაიპციგი დაიო უპამეკანო

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.