» » «ლიონი» — «ბაიერნის» მატჩს ესპანელ არბიტრთა ბრიგადა განსჯის

«ლიონი» — «ბაიერნის» მატჩს ესპანელ არბიტრთა ბრიგადა განსჯის

17-აგვ-2020, 15:09
0112
ჩემპიონთა ლიგა ყველაზე საინტერესო სტადიაში შედის. წინ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 1/2 ფინალი და ფინალური ეტაპი გველოდება.

UEFA-ს ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის მატჩს ლიონსა და მიუნხენის ბაიერნს შორის ესპანელ არბიტრთა ბრიგადა განსჯის.

შეხვედრის მთავარი მსაჯი ესპანელი ანტონიო მატეუ ლაოსი იქნება. მის დახმარებას თანამემამულეები პაუ სებრიან დევისი და რობერტო დელ პალომირი უზრუნველყოფენ. ვარის სისტემაზე პასუხისმგებლობას ალეხანდრო ერნანდესი და მისი ასისტენტი ხოსე სანჩესი აიღებენ.

მეოთხე არბიტრი — კარლოს დელ სერო იქნება.

შეგახსენებთ, რომ «ლიონი» — «ბაიერნის» მატჩი ოთხშაბათს 19 აგვისტოს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

ლიონი ბაიერნი ჩემპიონთა ლიგა

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.