» » ნოიერი : რაღაც სიგიჟე მოხდა

ნოიერი : რაღაც სიგიჟე მოხდა

18-აგვ-2020, 11:03
078
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" კარის დარაჯი მანუელ ნოიერი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიში უეფას ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" გამართულ შეხვედრაზე საუბრობს. შეგახსენებთ, ხსენებული ტურნირის მეოთხედფინალურ მატჩში "ბაიერნმა" კატალონიური გრანდი გამანადგურებელი ანგარიშით 8:2 დაამარცხა.

"რაღაც სიგიჟე მოხდა. მატჩის თითოეულ ეპიზოდსა თუ გოლს გამუდმებით ვიხსენებ. ფეხბურთში ყველაფერი მყისიერად იცვლება. არ შეიძლება დიდხანს დაისვენო უკან მოიხედო და თქვა -"ვაუ, ნახეთ რამდენს მივაღწიეთ."ამის ნაცვლად ჩვენ შემდეგი ნაბიჯის გადადგმა მოგვეთხოვება. შემდეგ დავალებებს უნდა მივხედოთ."

"ლიონი" ტაქტიკური თვალსაზრისით ძალიან კარგი გუნდია. მათ რიგებში ნამდვილი "მკვლელები" არიან. მათ ცივსისხლიანად დასაჯეს მანჩესტერ "სიტი". არ უნდა მოვდუნდეთ. მოწინააღმდეგემ შესაძლოა ნებისმიერ შეცდომისათვის გვაზღვევინოს."
-ციტირებს "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდი მანუელ ნოიერის სიტყვებს.

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში "ლიონი" მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდება. მატჩი 19 აგვისტოს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.

ნოიერი ლიონი ბარსელონა ჩემპიონთა ლიგა

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..