» » რობენი: ჰოლანდიის ნაკრებში მნიშვნელოვან მატჩებს ვითამაშებ

რობენი: ჰოლანდიის ნაკრებში მნიშვნელოვან მატჩებს ვითამაშებ

4-01-2013, 14:13
0121
მიუნხენის ბაიერნის 28 წლის შემტევმა გარემარბმა TZ-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრავმების თავიდან ასაცილებლად ჰოლანდიის ნაკრებში მხოლოდ მნიშვნელოვან მატჩებს ითამაშებს.

არიენ რობენმა რამდენიმე სერიოზული ტრავმა გადაიტანა. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც შემტევმა გარემარბმა რამდენჯერმე მყესების სერიოზული დაზიანება მიიღო და მიუნხენის ბაიერნში ტრავმირებული დაბრუნდა, რის გამოც ფეხბურთელს მრავალი მატჩის გამოტოვება მოუწია.

TZ-online-ს ცნობით 28-წლის ფეხბურთელმა გადაწყვიტა ჰოლანდიის ნაკრებში აღარ ითამაშოს ამხანაგური და ნაკლებ მნიშვნელოვანი მატჩები.

"ჰოლანდიის ნაკრებში ჩემი თამაში ყოველთვის ტრავმებით მთავრდება. რა გახლავთ ამის მიზეზი ნამდვილად არ ვიცი, თუმცა, გადავწყვიტე, ტრავმების რისკი მაქსიმალურად შევამცირო. სიტუაციას უკეთ განვმარტავ, რადგან, გულშემატკივრებმა არასწორად არ გამიგონ. სანაკრებო კარიერის დასრულებას არ ვგეგმავ, რადგან ჩემი ქვეყნის ღირსების დაცვა პრიორიტეტულია და ჩემთვის დიდი პატივია", - ამბობს არიენ რობენი TZ-online-სთან ინტერვიუში.

"იმ შემთხვევაში, როდესაც ჰოლანდიის ნაკრებს ექნება ნაკლებად მნიშვნელოვანი მატჩი, ან უბრალოდ ამხანაგრური შეხვედრა, გადავწყვიტე გამოვტოვო მატჩები. ტრავმების გამუდმებულ პრობლემებს დიდი ყურადღება უნდა დავუთმო", - დაასრულა კომენტარი ჰილანდიელმა ფეხბურთელმა.

სტატისტიკის მოყვარულთათვის გაცნობებთ, რომ არიენ რობენმა, კარიერის განმავლობაში, სანაკრებო დონეზე 63 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..