FCB: პავარმა სრული დატვირთვით ივარჯიშა
მოუთმენლობის მაჩვენებელი ყოველდღე იზრდება! "ლიონთან" გასამართი უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრის წინ, "რეკორდმაისტერის" რიგებში შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს. ამ ყოველივეს კიდევ ერთი ბრწყინვალე სიახლე დაემატა - ორშაბათს ბენჟამენ პავარმა, ტრავმის შემდეგ საერთო ჯგუფთან ერთად, პირველი ვარჯიში გამართა. შეგახსენებთ, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების უკანახაზელმა დაზიანება დახლოებით სამი კვირის წინ მიიღო. გასულ ხუთშაბათს კი პავარი ლისაბონში ჩაფრინდა და გუნდს შეუერთდა.
ვარჯიში პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ბაზაზემოცემულ მომენტში მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელები ძალიან ინტენსიურად ვარჯიშობენ ჟოზე ალვალადეს სახელობის არენაზე. გუნდი მოახლოებული ნახევარფინალისათვის ემზადება, რომელიც 19 აგვისტოს თბილისის დროით 23:00 საათზე შედგება. ძალების აღდგენითი სამუშაოების შემდეგ, ჰანსი ფლიკის შეგირდებმა ორშაბათ დღეს გულმოდგინეთ ივარჯიშეს პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ბაზაზე. ამ ადგილს მიუნხენის "ბაიერნი" 2018 წელსაც სტუმრობდა, მაშინ გერმანიის "რეკორდმაისტერი" "ბენფიკას" უპირისპირდებოდა.
პავარს აპლოდისმენტებით დახვდნენბენჟამენ პავარს თანაგუნდელები აპლოდისმენტებით შეეგებნენ. მოთელვის შემდეგ "ბავარიელებმა" სამწვრთნელო შტაბის დავალებები შეასრულეს, რაც თავისმხრივ ტაქტიკური თვალსაზრისის იყო. ვარჯიშის ბოლოს გუნდი სამ ნაწილად დაიყო და ინტენსიური ტურნირი მოეწყო.
მიაზანი - ტრებლის შემდეგ პირველი ფინალიმიუნხენის "ბაიერნი", საფეხბურთო კლუბ "ლიონთან" გასამართ შეხვედრამდე, ბოლო დეტალებზე მუშაობს. მას შემდეგ რაც 1/4 ფინალურ პაექრობაში გუნდმა "ბარსელონასთან" შესანიშნავი რეზულტატი აჩვენა, "ბავარიელები" საკუთარ ძალებში დარწმუნებულები არიან. მთავარი მიზანი შემდეგში მდგომარეობს - პირველად, 2013 წლის ისტორიული ტრებლის შემდეგ გუნდი ფინალში უნდა გავიდეს!