» » ვატცკე: გერმანული ფეხბურთი აღმავლობას განიცდის

ვატცკე: გერმანული ფეხბურთი აღმავლობას განიცდის

18-აგვ-2020, 12:52
090
დორტმუნდის "ბორუსიას" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ჰანს იოაჰიმ ვატცკე, გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში მიუნხენის "ბაიერნზე" კომპლიმენტებით საუბრობს. მისი განცხადებით "რეკორდმაისტერი" საუცხოო ფორმაში იმყოფება და ამას ყოველ მატჩში ადასტურებს.

"შესაძლებელია, მთელი ისტორიის მანძილზე ეს საუკეთესო მიუნხენის "ბაიერნი" იყოს. ისინი საკუთარ მოწინააღმდეგეებს, უბრალოდ ანადგურებენ. გერმანია ორი გუნდით არის წარმოდგენილი უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. გერმანიის ფეხბურთში არსებული პრობლემები, არც თუ ისე დიდია, როგორც ამას ხალხი თვლიდა. ეს ის ხალხია, რომელთაც სურთ, რომ სწორედ ასე ვიფიქროთ. გერმანული კლუბები კვლავაც აღმავლობის გზაზე დგანან. ეს კარგი ისტორიაა."-ციტირებს ვატცკეს სიტყვებს გამოცემა Bild.

მიუნხენის "ბაიერნი" უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში იმყოფება. 19 აგვისტოს გუნდი საფეხბურთო კლუბ "ლიონს" შეერკინება და ეცდება ფინალში გასვლის უფლება მოიპოვოს.

ჰანს იოაჰიმ ვატცკე გერმანული ფეხბურთი მიუნხენის ბაიერნი

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..