» » ფლიკი: რთული მატჩი გევლის

ფლიკი: რთული მატჩი გევლის

19-აგვ-2020, 11:16
0100
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ჰანს დიტერ ფლიკი, უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური მატჩის ეგიდით საფეხბურთო კლუბ "ლიონთან" გასამართ შეხვედრას ეხმიანება. შეგახსენებთ, ხსენებულ გუნდებს შორის პაექრობა 19 აგვისტოს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.

"ლიონის" შესაძლებლობებს კარგად ვიცნობთ, ეს გუნდი კარგად იცავს თავს, მოქმედებს ძალზედ კომპაქტურად. ძალიან ბევრს მოძრაობენ, რაც შეეხება მათ შეტევას, ხარისხიანი შემტევები ჰყავთ. ასე, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოედანზე სწორი ქმედებები.

ფინალში გასვლა გვსურს. ეს ჩვენი მიზანია. ამისათვის "ლიონი" ასპარეზობას უნდა გამოვთიშოთ. კარგად გვსმის, რომ მარტივი გასეირნება არ იქნება, ამ გუნდმა მანჩესტერ "სიტი" და ტურინის "იუვენტუსი" გააგდო. ეს იყო ორი გუნდი, რომლებიც ხსენებული ტურნირის ფავორიტებად გვევლინებოდა.

რუდი გარსია და მისი გუნდი, ტაქტიკური თვალსაზრისით ბრწყინვალედ მომზადებეულია. როგორც შეტევაში ისე დაცვაში. ეს განსაკუთრებული გუნდია, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. შემიძლია გითხრათ, რომ გარკვეული გადაწყვეტილებები მივიღეთ, იმედს ვიტოვებ, ამის შესრულებას ხვალინდელ შეხვედრაში შევძლებთ.

მათაც დიდი მიზანი აქვთ, თუმცა კარგად გვესმის რომ წინ მხოლოდ ერთი მატჩია, რომელიც იწყება ანგარიშით 0:0. ზუსტად იმავე ინტენსივობით თამაში გვმართებს, როგორც ეს "ბარსასთან" ვაჩვენეთ. სისწრაფის შენარჩუნება მაღალ დონეზე მოგვეთხოვება. დარწმუნებული ვარ, ჩემი გუნდი ამას შეძლებს."-ციტირებს ჰანს დიტერ ფლიკის სიტყვებს გამოცემა As.

ჰანს-დიტერ ფლიკი ლიონი ჩემპიონთა ლიგა

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..