» » რუდი გარსია: «ლიონს ფინალში გასვლა შეუძლია»

რუდი გარსია: «ლიონს ფინალში გასვლა შეუძლია»

19-აგვ-2020, 12:25
0102
«ლიონის» მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ, UEFA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მის გუნდს საკმარისი მონდომება და მოტივაცია აქვს, რათა ფინალში გავიდეს.

— «ბაიერნი» გუნდია, რომელსაც სისუსტეები არ აქვს. 1/4 ფინალური მატჩის წინ ჩვენი და მანჩესტერ სიტის სტატისტიკიდან გამომდინარე იფიქრებდით, რომ ლიონი ვერაფერს იზავდა. მიუნხენური კლუბის სტატისტიკას თუ ჩახედავთ ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ჩვენ რეკორდმაისტერთან შეხვედრასაც ისევე ვუდგებით, როგორც სხვა მატჩებს. აუთსაიდერები ვართ, თუმცა ფინალში გასვლის თანაბარი შანსები გვაქვს. თუ შანსებს გამოვიყენებთ ფინალში მოვხვდებით.

მიუნხენის «ბაიერნის» შეჩერების ერთადერთი გზა ფსიქოლოგიური სიმტკიცეა. პრემიერ ლიგაში «სიტიმ» 100 გოლზე მეტი გაიტანა, ამიტომ ციფრებს დიდხანს ნუ შეხედავთ. ასე, რომ გვეფიქრა სასტუმროში დავრჩებოდით და შეხვედრას ტელევიზორით ვუყურებდით.

ვიცით ვის ვეთამაშებით და რა არის მათი დადებითი მხარეები. «ბაიერნს» სუსტი ადგილები არ აქვს, თუმცა არც იდეალური გუნდი არ არსებობს. თუ მოვახერხებთ რეკორდმაისტერისთვის ჩვენი ფეხბურთის თავზე მოხვევას, ბურთს დავიჭერთ, კომბინაციებს შევასრულებთ შედეგის მიღწევას შევძლებთ. საქმე მხოლოდ დაცვას არ ეხება. საკუთარი თავის უნდა გვჯეროდეს. ვიცით, რომ მოწინააღმდეგეს უსიამოვნებები შეგვიძლია შევუქმნათ.

1/2 ფინალურ ეტაპზე ვართ. ისეთი გუნდების გამოგდება შევძელით, როგორიცაა მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი, თუმცა ჯერ-ჯერობით ტიტული არ მოგვიგია. ამიტომ ბაიერნთან შეხვედრაზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია. სიტისთან და იუვესთან გამართულმა შეხვედრება თვითრწმენა გაგვიძლიერა.

მადა თამაშის დროს მოდის. ჩვენ საკმარისი მადა გვაქვს, რათა ფინალში გავიდეთ. ამის გაკეთებას შევძლებთ თუ დღეს შესანიშნავად ვითამაშებთ. ბაიერნზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუმცა ჩვენ ვეცდებით ჩვენი ძლიერი მხარეები წარმოვაჩინოთ», — ამბობს რუდი გარსია.

რუდი გარსია ლიონი ჩემპიონთა ლიგა

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.