» » მიუნხენის ბაიერნმა ლიონი დაამარცხა და ფინალში გავიდა

მიუნხენის ბაიერნმა ლიონი დაამარცხა და ფინალში გავიდა

20-აგვ-2020, 02:11
075
ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის მატჩში მიუნხენის «ბაიერნმა» ფრანგული «ლიონის» დამარცხება შეძლო ანგარიშით 3:0 და ფინალის საგზური მოიპოვა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რეკორდმაისტერი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ისტორიის განმავლობაში (ჩემპიონთა თასის ჩათვლით) ფინალში 11-ჯერ გავიდა, შედეგების მიხედვით კი მადრიდის რეალის შემდეგ ეს მეორე რეზულტატია.

ასეთივე შედეგი უფიქსირდება «მილანსაც» 7 გამარჯვებითა და 4 მარცხით. ყველაზე ხშირად ფინალს მადრიდის «რეალი» თამაშობდა, სამეფო კლუბის აქტივში 16 მატჩიდან 13 გამარჯვებაა.

რეკორდმაისტერმა ბოლო ათი შეხვედრიდან მხოლოდ ხუთჯერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება. წელს ჰანსი ფლიკის გუნდის მეტოქე «პსჟ» იქნება.

ბოლოს მიუნხენელებმა 2013 წელს ითამაშეს ლიგის ფინალი, «დორტმუნდის» ბორუსია მაშინ სამხრეთელებმა მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხეს.

დღევანდელ შეხვედრაში თავის გამოჩენა სერჟ გნაბრიმ და რობერტ ლევანდოვსკიმ მოახერხეს. გოლის გატანა კოუტინიომაც შეძლო, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო ბურთი არ ჩაითვალა.

2019/20 წლების ფინალი 23 აგვისტოს თბილისი დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგა ფინალი ლიონი

1

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.