» » ალფონსო დევისი: ძალიან ბედნიერები ვართ

ალფონსო დევისი: ძალიან ბედნიერები ვართ

20-აგვ-2020, 10:08
077
მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა ფეხბურთელი ალფონსო დევისი, ფრანგულ "ლიონთან" გამართულ ორთაბრძოლას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ფინალში ასპარეზობა ნამდვილი ოცნება იყო, რაც აუსრულდა კიდეც.

"თუ პირადი განცდები გაინტერესებთ გეტყვით, რომ ჩემთვის ეს არის ახდენილი ოცნება. ითამაშო უეფას ჩემპიონთა ლიგაზე და არამარტო ითამაშო არამედ, გახვიდე ფინალში. ეს არის ყველაფერი, რისი ნატვრაც კი შეგიძლია. შეგრძენბა უბრალოდ განუმეორებლად სასიამოვნოა. ამ ბიჭებმა, პრაქტიკულად ყველაფრის მოგება შეძლეს რაც კი შეეძლოთ, თუმცა კვლავინდებურად, თითოეული გამარჯვების დროს ნამდვილ ზეიმსა განიცდიან. ფეხბურთელებს დიდ მატჩებში გამარჯვებები წყურიათ."-ციტირებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ალფონსო დევისის სიტყვებს.

შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა მიუნხენის "ბაიერნსა" და "პარი სენ-ჟერმენს" შორის, 23 აგვისტოს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.

ალფონსო დევისი ჩემპიონთა ლიგა ფინალი ლიონი პარი სენ-ჟერმენი

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..