» » [კომენტარები] «ლიონი» 0 — 3 «ბაიერნი»

[კომენტარები] «ლიონი» 0 — 3 «ბაიერნი»

20-აგვ-2020, 10:12
0113
ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ ეტაპზე მიუნხენის ბაიერნსა და ფრანგულ ლიონს შორის დაძაბული შეხვედრა გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ ლიონს საწყის წუთებში ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა ჰქონდა რეკორდმაისტერმა დამაჯერებლად გაიმარჯვა.

— ჩვენ უნდა გაგვეტანა პირველს, თუმცა შემდეგ მოწინააღმდეგემ სერჟ გნაბრის ინდივიდუალური სოლორეიდის წყალობით დაწინაურება მოახერხა. არასამართლიანობის გრძნობამ უკან დაგვხია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმში ბოლომდე ვცდილობდით არ დავნებებულიყავით.

მეორე ტაიმში ფართოდ დავიწყეთ მოქმედება და თამაშს მოვუმატეთ. ტოკო-ეკამბის შეეძლო ერთი ბურთის გაქვითვა, თუმცა მანუელ ნოიერმა ამის საშუალება არ მოგვცა. რეკორდმაისტერს მოდუნების საშუალებას არ ვაძლევდით და ვფიქრობ, რომ ბაიერნი ჩვენზე გამარჯვებით გახარებული იყო.

ჩვენი ასპარეზობით უნდა ვამაყობდეთ, თუმცა ახლა რათქმაუნდა იმედგაცრუებულნი ვართ. ფორტუნამ ზურგი გვაქცია, როდესაც ორი შესანიშნავი მომენტი ვერ გამოვიყენეთ»
, — ამბობს რუდი გარსია.

ლიონი - ბაიერნის დაპირისპირება შეხვედრის შემდეგ ჰანსი ფლიკმაც შეაჯამა

— ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა იქნებოდა, რადგან მოწინააღმდეგეს შესანიშნავი მატჩები ჰქონდა ჩატარებული იუვენტუსისა და მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ. ლიონი ტაქტიკურად საკმაოდ ძლიერი გუნდია და პირველივე წუთებიდანვე პრობლემები შეგვიქმნეს. ვიცოდით, რომ თავი უკეთ უნდა დაგვეცვა. შეხვედრის დაწყებამდე ვსაუბრობდით, რომ უბრალოდ ბურთის დაკარგვა არ შეიძლება, მაგრამ მაინც დავუშვით შეცდომები», — თქვა ფლიკმა.

მიუნხენური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა «პსჟ»-თან დაპირისპირებაზეც ისაუბრა

— პარიზელებს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ. დამსახურებულად გავიდნენ ფინალში. ბევრი დეტალი უნდა გავაანალიზოთ, თუმცა ამის გარეშეც ვიცით, რომ მათ შემადგენლობაში საკმაოდ სწრაფი ფეხბურთელები თამაშობენ. შევეცდებით დაცვის ხაზის ორგანიზება უფრო კარგად მოვახდინოთ. ჩვენი მთავარი ძალა ძლიერი პრესინგია, — დაასრულა გერმანელმა სპეციალისტმა კომენტარი.

სტატიის ავტორი: TOTALMAN

ჩემპიონთა ლიგა კომენტარები ბაიერნი ლიონი

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..