» » სერჟ გნაბრი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

სერჟ გნაბრი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

20-აგვ-2020, 10:16
049
ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ ეტაპზე მიუნხენის «აიერნისა» და «ლიონის» დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველი 18 წუთის შემდეგ რეკორდმაისტერმა გერმანული მანქანა "ჩართო" და ლიონს სოლიდური სხვაობით 3:0 სძლია.

აღნიშნულ დაპირისპირებაში თავის გამოჩენა მოახერხა რეკორდმაისტერისა და გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სერჟ გნაბრიმ, რომელმაც «ლიონს» დუბლი შეუსრულა.

გერმანელმა «ლიონის» კარი ჯერ 13' წუთზე, ხოლო მეორედ 33 წუთზე აიღო.

სერჟ გნაბრი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა


მიუნხენური კლუბის ტვიტერის ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სერჟ გნაბრი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ჩემპიონთა ლიგაზე ახალგაზრდა გერმანელის ანგარიშზე 9 შეხვედრიდან 9 გატანილი ბურთი და ორი შედეგიანი გადაცემაა.

სტატიის ავტორი: TOTALMAN

სერჟ გნაბრი მატჩის საუკეტესო მოთამაშე ლიონი

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.