» » კიმიხი: ეს მარტივი მატჩი არ ყოფილა

კიმიხი: ეს მარტივი მატჩი არ ყოფილა

20-აგვ-2020, 11:06
085
მიუნხენის "ბაიერნის" უკანახაზელი, იოზუა კიმიხი ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, "ლიონთან" გამართულ 1/2 ფინალურ შეხვედრას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, მიუნხენის "ბაიერნმა" ფრანგული კლუბი სოლიდური ანგარიშით 0-3 დაამარცხა.

"პირველი გატანილი გოლი, გამარჯვების გასაღები გახდა. "ლიონს" მატჩის დასაწყისში, ორი-სამი კარგი მომენტი ჰქონდა. როგორც მოველოდით, ეს მარტივი შეხვედრა არ ყოფილა. პირველი გატანილი გოლის მომენტში თანაბარი მატჩი იყო. ამის შემდეგ უკეთ თამაში დავიწყეთ, ჩვენ მომატება შევძელით. ნერვული დასაწყისის შემდეგ, უკეთ გამოვიყურებოდით. "ლიონი" კარგად განლაგდა, თუმცა რეალურ წნეხში ვერ გვატარებდა. შეხვედრის საწყის მომენტში ბურთს ხშირად ვკარგავდით. საბედნიეროდ მოწინააღმდეგემ ამით ვერ ისარგებლა.

საბოლოო ჯამში ჩვენ დამსახურებულად გავიმარჯვეთ, თუმცა მატჩის დასაწყისი ისეთი, იყო შეიძლებოდა ყველაფერი სულ სხვანაირად დასრულებულიყო. ბედნიერები ვართ, რომ ფინალში გასვლა შევძელით. გასახდელში განსაკუთრებით არაფერი გვიზეიმია, ყველანი ფინალისთვის ვართ კონცენტრირებულები. ეს სწორი მიდგომაა. ხვალ დავისვენებთ, ამის შემდეგ კი ისევ საქმეებს უნდა მივუბრუნდეთ."
-ციტირებს კიმიხის სიტყვებს "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდი.

იოზუა კიმიხი ლიონი ჩემპიონთა ლიგა ფინალი

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.