» » ალაბა: პირველი გატანილი გოლი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო

ალაბა: პირველი გატანილი გოლი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო

20-აგვ-2020, 11:28
070
უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს მიუნხენის "ბაიერნი" და ფრანგული "ლიონი" უპირისპირდებოდა, გერმანელების გამარჯვებით ანგარიშით 0-3 დასრულდა. ხსენებულ პაექრობას გამოეხმაურა "რეკორდმაისტერის" ავსტრიელი ლეგიონერი დავიდ ალაბა, რომლის კომენტარსაც "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდი გვთავაზობს.

"რთული მატჩის მოლოდინი გვქონდა. "ლიონს" აქვს შესაბამისი მენტალიტეტი, რომლის წყალობითაც მოწინააღმდეგე გუნდს სირთულეებს უქმნის. მათ ჰყავთ, უმაღლესი კლასის მოთამაშეები. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ფინალში გასვლა შევძელით. ჩვენი ტაქტიკა გარკვეული რისკის მატარებელია, რადგანაც მთელი გუნდი ზევით არის აწეული. საბედნიეროდ ეფექტურები ვიყავით და კარგი თამაში გამოგვივიდა. პირველი გატანილი გოლი უაღრესად დიდი მნიშვნელობის იყო. "ლიონსაც" ჰქონდა გარკვეული მომენტები, თუმცა დაცვაში მოქმედების დროს საკუთარ თავში ეჭვი არ გვეპარებოდა და ვიბრძოდით, როგორც ფიზიკური, ისე მენტალური თვალსაზრისითაც."-აღნიშნა დავიდ ალაბამ.

შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი 23 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. ერთმანეთს მიუნხენის "ბაიერნი" და "პარ სენ-ჟერმენი" დაუპირისპირდე

დავიდ ალაბა ლიონი ჩემპიონთა ლიგა ფინალი

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..