» » ნოიერი : ეს იყო ნამდვილი დუელი

ნოიერი : ეს იყო ნამდვილი დუელი

20-აგვ-2020, 11:43
0106
მიუნხენის "ბაიერნის" კარის დარაჯი მანუელ ნოიერი, საფეხბურთო კლუბ "ლიონთან" მიღწეულ გამარჯვებას გამოეხმაურა. ფეხბურთელის კომენტარს "რეკორდმაისტერის" ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

"ისევე, როგორც "ლიონი" ჩვენც აგრესიულები ვიყავით. მატჩის დასაწყისში, მცირედით გაგვიმართლა, როდესაც "ლიონმა" გოლის გატანა ვერ შეძლო. ამის შემდეგ ჩვენ საკუთარი კლასი წარმოვაჩინეთ და მეტოქე დიდ წნეხში მოვაქციეთ. თამაშში კარგად ვერ შევედით, თუმცა გოლის გატანა საჭირო დროს შევძელით. ამ 1/2 ფინალურ შეხვედრაში ჩვენ შესანიშნავი მეტოქე გვყავდა."

"ლიონს" საკმაოდ აგრესიული გუნდი ჰყავს. მათი სურვილია მუდმივად მოიგონ ორთაბრძოლები. ეს იყო ნამდვილი დუელი, განსაკუთრებით ნახევარდაცვის ხაზში. ანგარიში 3:0 ბრწყინვალე შედეგია. ჩვენ დღესაც, რაღაც განსაკუთრებულს მივაღწიეთ. ნათლად გამოჩნდა, რომ ძალები არ დაგვიზოგავს. ახლა, სულმოუთმენლად ველით "პარი სენ-ჟერმენთან" დაპირისპირებას. ამისათვის ძალიან დიდი ხნის მანძილზე ვშრომობდით და ვიბრძოდით. ფინალის მოგება გვსურს."
-აღნიშნა მანუელ ნოიერმა.

მანუელ ნოიერი ლიონი ჩემპიონთა ლიგა პარი სენ-ჟერმენი

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.