» » გნაბრი: "ლიონი" საკმაოდ აგრესიულად მოქმედებდა

გნაბრი: "ლიონი" საკმაოდ აგრესიულად მოქმედებდა

20-აგვ-2020, 11:58
0112
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი სერჟ გნაბრი, უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ ორთაბრძოლაში, "ლიონთან" მიღწეული შედეგით კმაყოფილია.

"ლიონი ჩვენზე ძალიან დიდ ზეწოლას ახდენდა, მათი სწრაფი ფეხბურთელები, ძალიან ხშირად ჩვენი მცველების ზურგს უკან ხვდებოდნენ. ლიონს ჰქონდა რამდენიმე მომენტი. შეხვედრის საწყის პერიოდში გაგვიმართლა. ამის შემდეგ, ჩვენ საკუთარი თამაშის პოვნა შევძელით, შესვენებაზე გასვლის წინ კი უკვე 0-2 მიგვყავდა მატჩი. ყველაფერი "ლევიმ" დაასრულა, როდესაც ანგარიში 0-3-მდე გაზარდა."

"ლიონი" საკმაოდ აგრესიულად მოქმედებდა, მათ გამარჯვება სურდათ. შეუძლებელია, გამუდმებით იცავდე თავს, თუმცა როგორც წესი ჩენ თანაბრად კარგად ვმოქმედებთ როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. ვიცოდით, რომ მათი დაცვის ხაზში სადაც ხუთი ფეხბურთელი იყო განლაგებული, თავისუფალი ზონები მოიძებნებოდა, სწორედ იქ ვცდილობდით მოხვედრას. ეს იყო წარმატების გასაღები. ახლა, ჩვენი მიზანი ტრებლის მოგებაა, ამისათვის კი კვირა დღეს თავს არ დავზოგავთ."
-აღნიშნავს სერჟ გნაბრი.

გნაბრი ლიონი ჩემპიონთა ლიგა

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..