» » Daily Mail: კროოსი "ბარსელონას" მარცხს გამოეხმაურა

Daily Mail: კროოსი "ბარსელონას" მარცხს გამოეხმაურა

20-აგვ-2020, 13:01
1191
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ტონი კროოსი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრას გამოეხმაურა. ხსენებულ ორთაბრძოლაში, გერმანიის "რეკორდმაისტერმა" კატალონიური "ბარსელონა", გამანადგურებელი ანგარიშით 8:2 დაამარცხა.

"ამ ყველაფრის საჯარო ჩვენება არ შემიძლია (იგულისხმება აპლიკაცია WhatsApp-ში მადრიდის "რეალის" საერთო ჩათში არსებული წერილები), თუმცა თქვენ თავად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ აღნიშნულის გამო ტირილი არავის დაუწყია. იყო ბევრი ბოროტი გამონათქვამები."-ციტირებს გამოცემა Daily Mail გერმანელი ნახევარმცველის სიტყვებს.

1946 წლის შემდეგ, კატალონიის "ბარსელონას" მსგავსი მაჩვენებელი არ ჰქონია. გუნდმა ამდენი წლის შემდეგ პირველად გაუშვა ერთბაშად 8 გოლი. ამ მარცხმა თავად კლუბის სიტემაში ძირეული ცვლილებები გამოიწვია. დაითხოვეს, მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი და ასევე სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი.

ტონი კროოსი ბარსელონა მარცხი ბაიერნი მადრიდის რეალი

0
0

Bavaria 333 (20 აგვისტო 2020 13:57)

ამ გამყიდველების აზრები ვის აინტერესებს ერთი რა.
შენი საქმე არაა ბაიერნმა რო ბარსა გაანადგურა, როგორმე მიხედავენ თვითონ თავის საქმეს cempatls

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..