» » ნოიერი: ეს "ბაიერნი" საუკეთესოა

ნოიერი: ეს "ბაიერნი" საუკეთესოა

20-აგვ-2020, 17:02
080
მიუნხენის "ბაიერნის" კარის დარაჯი მანუელ ნოიერი, ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, "რეკორდმაისტერის" ამჟამინდელ გუნდსა და 2013 წლის "ბაიერნს" შორის არსებულ სხვაობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, წლევანდელი "ბავარია" გაცილებით უფრო ძლიერია.

"ეს შემადგენლობა ყველა მაჩვენებელით უკეთესია. შეინიშნება გუნდის სიღრმე, კლასით გამოირჩევა არამხოლოდ 18 ფეხბურთელი, არამედ მთლიანად ფანტასტიკური გუნდი გვყავს. რაც შეეხება ჰანს დიტერ ფლიკს, "სიმშვიდე" - ეს არის ის სიტყვა, რაც მას საუკეთესოდ წარმოაჩენს. ეს კარგად გამოჩნდა "ლიონთან" მატჩშიც. მიუხედავად იმისა, თუ ვის ვეთამაშებოდით იგი ბრწყინვალედ გვამზადებდა თითოეული ამ ორთაბრძოლისათვის. ჩვენ ყოველთვის გეგმის მიხედვით ვმოქმედებთ, რეზულტატი კი მოედანზე ნათლად ჩანს."-ციტირებს გამოცემა Goal მანუელ ნოიერის სიტყვებს.

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური ორთაბრძოლა, მიუნხენის "ბაიერნსა" და "პარ სენ-ჟერმენს" შორის, 23 აგვისტოს არის ჩანიშნული. შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს.

მანუელ ნოიერი ბაიერნი ჩემპიონთა ლიგა

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.