ცნობილია იმ მსაჯთა ვინაობა, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალს განსჯის
UEFA-ამ, ის მსაჯთა ბრიგადა დაასახელა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ორთაბრძოლას მოემსახურება. შეგახსენებთ, ხსენებული ტურნირის დასკვნით შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" "პარი სენ-ჟერმენს" დაუპირისპირდება. შეხვედრა 23 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
შეხვედრის მთავარი მსაჯი, იტალიელი რეფერი დანიელ ორსატო იქნება. მას დახმარებას გაუწევენ ასისტენტები - ლორენცო მანგანელი და ალესანდრო ჯალატინი.
ნახევარფინალურ შეხვედრაში "პარი სენ-ჟერმენმა" საფეხბურთო კლუბი "ლაიპციგი" სოლიდური ანგარიშით 3-0 დაამრცხა. ამავე ანგარიშით მოიგო საკუთარი 1/2 ფინალური დაპირისპირება მიუნხენის "ბაიერნმაც". ამ უკანასკნელმა "ლიონი" გამოთიშა ასპარეზობას.
ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, ყველაზე მეტჯერ მადრიდის "რეალს" აქვს მოგებული. მათი მონაგარი 13 თასს შეადგენს. მიუნხენის "ბაიერნმა" ხსენებულ ტურნირზე ტრიუმფი 5 ჯერ იზეიმა. რაც შეეხება პარიზულ კლუბს, "პსჟ" - ეს პირველად ეძლევა შესაძლებლობა ფინალურ პაექრობაში მიიღოს მონაწილეობა.
მსაჯთა ბრიგადა ჩემპიონთა ლიგა ფინალი ბაიერნი პარი სენ-ჟერმენი