» » Goal: კომანი კილიან მბაპეს შესახებ საუბრობს

Goal: კომანი კილიან მბაპეს შესახებ საუბრობს

20-აგვ-2020, 22:27
085
მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი კინგსლი კომანი, ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, კილიან მბაპეს შესახებ საუბრობს. კომანის განცხადებით, მბაპეს შესაჩერებლად კონკრეტული გეგმა არსებობს, რომლის განხორციელებასაც აუცილებლად შეეცდებიან.

"მასთან ერთად რამდენჯერმე მითამაშია, სწორედ ამიტომ ჩემს თანაგუნდელებს გარკვეულ რჩევებს მივცემ. არსებობს სხვადასხვა ვიდეო ჩანაწერები და მწვრთნელის მიერ გაცემული ინსტრუქციაც. იგი ეგრედ წოდებული შემქმნელი ფეხბურთელია, ის რაღაცით ლიონელ მესის ჰგავს, ამ უკანასკნელს სულ ცოტა ხნის წინ შევხვდით. მბაპეს აქვს შესაძლებლობა ფინალური მატჩის ბედი გადაწყვიტოს, ჩვენ მის შეჩერებას შევეცდებით."- ციტირებს გამოცემა Goal-ი კინგსლი კომანის სიტყვებს.

შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი 23 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

კინგსლი კომანი კილიან მბაპე ჩემპიონთა ლიგა ფინალი

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..