» » მარტინესი: მალე საუკეთესო ფორმაში ვიქნები

მარტინესი: მალე საუკეთესო ფორმაში ვიქნები

5-01-2013, 22:48
091
მიუნხენის ბაიერნის ესპანელმა ლეგიონერმა, ხავი მარტინესმა, TZ-online-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საახალწლო დასვენების შემდეგ, საუკეთესო ფორმაში ჩადგება და შესაძლებლობების მაქსიმუმს აჩვენებს.

ბუნდესლიგა ოთხი კვირით ისვენებს, შესაბამისად ისეთი ფეხბურთელებისთვის, როგორიც ხავი მარტინესია, შესანიშნავი შანსია დასვენება გამოიყენონ და სეზონის მეორე ნახევრისთვის საუკეთესო შედეგები აჩვენონ.

"საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მალე ფორმის პიკს მიუახლოვდები და ჩემი შესაძლებლობების 100%-ს ვაჩვენებ. ესპანეთში ზამთარში შესვენება არ გვქონდა, ამიტომ არ ვიცი როგორი შეგრძნებაა ზამთარში დასვენება. ვფიქრობ, თავისუფალი დრო ყველასთვის სასარგებლოა, ფეხბურთელებს შეუძლიათ საკუთარ თავზე იმუშავონ და სეზონის მეორე ნახევრისთვის უკეთესად მოემზადნონ. ზამთარში ოთხ-კვირიანი შესვენება ჩემთვის, სრულიად, ახალი გამოცდილებაა", - ამბობს 24-წლის ფეხბურთელი TZ-online-სთან ინტერვიუში.

"ახალი წლისთვის სახლში დავბრუნდი ოჯახთან და მეგობრებთან. რამდენიმე ენერგიული თვის შემდეგ საშუალება მქონდა განვტვირთულიყავი. დასვენების სურვილი არ მქონდა, თუმცა, ჩემს ფიზიკურ კონდიციებს ესაჭიროებოდა, რადგან უამრავი მატჩი ვითამაშე გასულ სეზონში და გადაღლილობას ვგრძნობდი", - დაასრულა ხავი მარტინესმა კომენტარი.

სტატისტიკის მოყვარულებს აქვე გაცნობებთ, რომ ხავი მარტინესმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე, სულ 23 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა შეასრულა და 1412 წუთი დაჰყო მოედანზე.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..