» » "ბაიერნი" რეკორდულ თანხას გამოიმუშავებს

"ბაიერნი" რეკორდულ თანხას გამოიმუშავებს

21-აგვ-2020, 10:46
0171
უეფას ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე ასპარეზობით, მიუნხენის "ბაიერნი" რეკორდულ თანხას გამოიმუშავებს. საუბარია 120 მილიონ ევროზე. ტურნირის ისტორიაში ეს ყველაზე მაღალი ციფრია.

მიუნხენის "ბაიერნის" შემოსავლების წყარო ასეთია : 15,25 მილიონი ევრო, ჯგუფურ ეტაპზე გასვლის გამო , 16,2 მილიონი ევრო ჯგუფრ ეტაპზე მიღწეული 6 გამარჯვებისთვის, 1/8 ფინალში ასპარეზობის გამო "ბაიერნი" დამატებით 9,5 მილიონ ევროს მიიღებს. 1/4 ფინალში მოპოვებული წარმატებისათვის კი 10,5 მილონს ევროს. საფინალო საგზურის მოპოვებისათვის გერმანული გუნდი დამტებით 15 მილიონ ევროს ისაკუთრებს. თუ მიუნხენური გრანდი "პარი სენ-ჟერმენის" დამარცხებას მოახერხებს, მაშინ მას 4 მილიონი ევრო დაერიცხება და კიდევ 3 მილიონ ევროს სუპერთასის საგზურის მოპოვების გამო მიიღებს. ხსენებულ შემოსავლებს ასევე ემატება ტრანსლაციიდან მიღებული დანამატი 11,5 მილიონი ევროს ოდენობით და კიდევ 33,24 მილიონი ევრო - უეფას იმ რეიტინგის გამო, რასაც გუნდი ბოლო 10 წლეული აჩვენებს.

წინა რეკორდი კატალონიის "ბარსელონას" ეკუთვნის, 2019 წელს "ბარსას" შემოსავალმა 117 მილიონი ევრო შეადგინა. შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალი "პარი სენ-ჟერმენსა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის 23 აგვისტოს, 23:00 საათზე გაიმართება.

ბაიერნი ჩემპიონთა ლიგა შემოსავალი რეკორდი

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..