» » ბეკენბაუერი : წინ ურთულესი შეხვედრა გველის

ბეკენბაუერი : წინ ურთულესი შეხვედრა გველის

22-აგვ-2020, 11:00
064
მიუნხენის "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტი ფრანც ბეკენბაუერი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში "პარი სენ-ჟერმენთან" მოახლოებული დაპირისპირების შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით ფრანგულ კლუბს ბრწყინვალე შემადგენლობა ჰყავს, რომელთაც ფაქტიურად სუსტი წერტილი არ მოეძებნებათ.

"უეფას ჩემპიონთა ლიგაზე "პარი სენ-ჟერმენის" გამოსვლას ვაკვირდებოდი, ეს ბრწყინვალე გუნდია. პირადად მე ვერ ვხედავ მათ სუსტ წერტილებს და ვფიქრობ, რომ უამრავ სიურპრიზს შემოგვთავაზებენ. ეს იქნება ამ ტურნირის ყველაზე რთული მატჩი. იმედს ვიტოვებ, გუნდები ზედმეტი პატივისცემით არ იქნებიან განწყობილები ერთმანეთის მიმართ და ისევე გაბედულად ითამაშებენ როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ, ამ შემთხვევაში ბრწყინვალე ფინალს ვიხილავთ."-ციტირებს "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდი ფრანც ბეკენბაუერის სიტყვებს.

შეგახსენებთ, უეფას ჩემპიოონთა ლიგის ფინალური მატჩი 23 აგვისტოს თბილისის დროით 23 საათზე გაიმართება. შეხვედრას პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი უმასპინძლებს.

ფრანც ბეკენბაუერი ჩემპიონთა ლიგა ფინალი პარი სენ-ჟერმენი ბაიერნი

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.