» » ჯონ ბარნსი: დევისმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა

ჯონ ბარნსი: დევისმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა

22-აგვ-2020, 12:35
098
"ლივერპულის" ყოფილი თავდამსხმელი ჯონ ბარნსი, ჟურნალისტებთან საუბრის დროს, კომენტარს აკეთებს მიუნხენის "ბაიერნის" მარცხენა განაპირა მცველის -ალფონსო დევისის შესახებ.

"არ ვარ დარწმუნებული, რომ რობერტსონი მოცემულ მომენტში მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა განაპირა მცველია. უნდა გავითვალისწინოთ ისეთი ფეხბურთელი, როგორიც არის ალფონსო დევისი. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია, შეძლო და გარკვეული პერიოდი, სტაბილური თამაში აჩვენო, ამ ყოველივეს ალფონსო დევისი მიუნხენური კლუბის რიგებში ბრწყინვალედ დემონსტრირებს. მნიშვნელოვანია, როდესაც ფეხბურთელი შესაფერის გუნდს პოულბოს, ამ დროს ყველა მხარე მოგებული რჩება. დევისმა ამ სეზონში ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, იგი ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, ასე რომ მას წინ უამრავი წარმატებული სეზონი ელის."-ციტირებს ჯონ ბარნსის სიტყვებს გამოცემა TalkSPORT.

ალფონსო დევისი მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ეს ფეხბურთელი "რეკორდმაისტერს" შორეული კანადიდან შეუერთდა. გამოცემა transfermarkt-ი ფეხბურთელს 60 მილიონ ევროდ აფასებს. მისი მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული.

ალფონსო დევისი რობერტსონი ლივერპული მიუნხენის ბაიერნი

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..