» » ოუენ ჰარგრივზი : ლევანდოვსკი საუკეთესოა

ოუენ ჰარგრივზი : ლევანდოვსკი საუკეთესოა

22-აგვ-2020, 22:42
044
წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ოუენ ჰარგრივზი, გამოცემა talkSPORT-თან მიცემულ ინტერვიუში, მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი შემტევის - რობერტ ლევანდოვსკის შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, ლევანდოვსკი საუცხოო ფორმაში იმყოფება და "ოქროს ბურთის" მიღების მთავარი პრეტენდენტია.

"ლევანდოვსკი ბერდება, თუმცა მას ღვინის დაძველების ეფექტი აქვს. მას საუკეთესო სეზონი ჰქონდა, ეს მართლაც დასაფასებელია. ყველა მის ბომბარდირობაზე საუბრობს, ამ დროს კი ყველას ავიწყდება მისი გუნდური თამაში. უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი ყველაზე დიდი ტალანტი გავა მწვანე საფარზე - ნეიმარი და მბაპე, თუმცა მოცემულ მომენტში საუკეთესო ფეხბურთელი ეს რობერტ ლევანდოვსკია. ნეიმარისათვის და მბაპესთვის ის ნერვიულობის მიზეზია."

"მისი მუშაობა საკუთარ თავზე, ეს ცალკე აღსანიშნავია. მუდმივი ვარჯიში, დიეტა, ყველა ასპექტის სრულყოფა... ამ ყოველივემ რობერტს მისცა შესაძლებლობა ჩაეტარებინა ისეთი სეზონი, რომლის წყალობითაც იგი "ოქროს ბურთის" მიღების მთავარი კანდიდატია."
-ციტირებს ექს-ბავარიელის სიტყვებს გამოცემა talkSPORT.

ოუენ ჰარგრივზი რობერტ ლევანდოვსკი ოქროს ბურთი ნეიმარი მბაპე

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.