» » [მატჩისწინა პრესკონფერენცია] «პსჟ» — «ბაიერნი»

[მატჩისწინა პრესკონფერენცია] «პსჟ» — «ბაიერნი»

23-აგვ-2020, 00:24
080
ხვალ 23 აგვისტოს თბილისის დროიტ 23 საათზე ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის, ფინალი გაიმართება. ფინალში ერთმანეთს «პსჟ» და მიუნხენის «ბაიერნი» დაუპირისპირდებიან.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ტომას ტუხელმა განაცხადა, რომ ფინალისთვის მის ფეხბურთელებს განსაკუთრებული განწყობა არ სჭირდება:

— ჩემი შეგრძნებების აღწერა ძნელია. ძალიან ძნელი. კონცენტრირებულები ვართ, რადგან ჩვენი გზა ჯერ კიდევ არ დამთავრებულა. წინ ფინალი გველის, რომლის მოგებაც ძალიან გვინდა. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და ვეცადოთ მოვემზადოთ, როგორც სხვა ნებისმიერი მატჩისთვის. არაფერი განსაკუთრებულის გაკეთება არ არის საჭირო, თავად თამაშია უკვე განსაკუთრებული. რატომ უნდა გადავიტვირთოთ თავი ვიდეოებით, საუბრითა და მოტივაციით?

მიუნხენის «ბაიერნის» მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა გუნდში არსებულ განწყობაზე ისაუბრა:

— ვეცდებით ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენოთ. ამ შეხვედრაში იმ შემთხვევაში გავიმარჯვებთ, თუ ყველა 100 პროცენტით დაიხარჯება. ჩემპიონთა ლიგაში «პსჟ»-მ მხოლოდ ხუთი ბურთი გაუშვა, ტურნირის ყველა სხვა მონაწილეზე ნაკლები. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი დაცვის ხაზი ისევე კარგად მოქმედებს, როგორც შეტევის. მატჩსთვის გეგმა გვაქვს შემუშავებული და ვიმედოვნებ, რომ ხვალ მის შესრულებას შევძლებთ.

სტატიის ავტორი : TOTALMAN

მატჩისწინა პრესკონფერენცია ბაიერნი პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგა ფინალი

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.