» » მიულერი: თითქმის იდეალური სეზონი გვქონდა

მიულერი: თითქმის იდეალური სეზონი გვქონდა

23-აგვ-2020, 10:38
054
ინტერნეტ-გამოცემა Tuttomercatoweb-ი მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველის, თომას მიულერის კომენტარს აქვეყნებს. ეს უკანასკნელი უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის ეგიდით, დღეს გასამართ შეხვედრას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, თბილისის დროით 23:00 საათზე მიუნხენის "ბაიერნი" "პარი სენ-ჟერმენს" დაუპირისპირდება.

"მგონი ეს საუკეთესო "ბაიერნია", სადაც კი ოდესმე მითამაშია. ამ დრომდე კარგი სეზონი ჩავატარეთ, თითქმის იდეალური. ფლიკმა ჩვენი გუნდის სათამაშო სტრუქტურა შეცვალა, მისი სურვილია პირველივე წუთებიდან მაქსიმალურ რისკზე წავიდეთ. ბევრს არ ესმის, დაცვის მაღალი ხაზის, თუმცა ეს ძალიან გვეხმარება და ჩვენი წარმატებული გამოსვლის ერთგვარი გასაღებია. სათამაშო სტილის მკვეთრად შეცვლა არ გვსურს. "პარი სენ-ჟერმენს" სწრაფი შემტევები ჰყავს - ნეიმარის და კილიან მბაპეს სახით. თუმცა თუ მათ ფიქრის საშუალებას არ მივცემთ, მაშინ ისინი არც თუ ისე მაგრები არიან, აი თუ მისცემთ მათ გარკვეულ დროს, მაშინ ყველაფრის გაკეთებას შეძლებენ."-ციტირებს გამოცემა Tuttomercatoweb-ი თომას მიულერის სიტყვებს.

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ჩანიშნულ დღევანდელ შეხვედრას, იტალიელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

თომას მიულერი კილიან მბაპე ნეიმარი ფინალი ჩემპიონთა ლიგა პარი სენ-ჟერმენი

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.