» » მიუნხენის «ბაიერნი» ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

მიუნხენის «ბაიერნი» ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

24-აგვ-2020, 01:16
0239
2019/20 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ჩემპიონი მიუნხენის «ბაიერნი» გახდა. ფინალურ შეხვედრაში ჰანსი ფლიკის გაწვრთნილი გუნდი ფრანგულ «პსჟ»-ს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 1:0 სძლია.

შეხვედრაში ერთადერთი გოლის გატანა რეკორდმაისტერის ფრანგმა შემტევმა გარემარბმა კინგსლი კომანმა გაიტანა.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის გათამაშება 1/4 ფინალური ეტაპიდან მოყოლებული 1 მატჩიან ფორმატზე გადავიდა კორონა ვირუსის გამო. შეხვედრები ცარიელი ტრიბუნების ფონსე ნეიტრალურ სტადიონებზე ლისაბონში იმართებოდა.

მიუნხენის «ბაიერნი» ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მეექვსედ გახდა. ამ მაჩვენებლით ბავარიელები გასული წლის ტრიუმფატორს «ლივერპულს» გაუთანაბრდნენ. რეკორდმაისტერმა წარსულში ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგება 1974, 1975, 1976, 2001 და 2013 წლებში მოახერხა.

მიუნხენის «ბაიერნსა» და «ლივერპულზე» მეტჯერ ჩემპიონთა «მილანს» (7-ჯერ) და «რეალს» (13-ჯერ) აქვთ.

უეფას სუპერთასზე მიუნხენის «ბაიერნი» ევროპის ლიგის გამარჯვებულს «სევილიას» დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ბუდაპეშტში 24 სექტემბერს გაიმართება.

«პსჟ» (საფრანგეთი) — «ბაიერნი» (გერმანია) — 0:1 (0:0)
გოლი: კინგსლი კომანი 59'

მიუნხენის ბაიერნი პსჟ ჩემპიონთა ლიგა

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..