» » ფლიკი : ვამაყობ ჩემი ბიჭებით

ფლიკი : ვამაყობ ჩემი ბიჭებით

24-აგვ-2020, 09:48
065
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან შემდეგი შინაარსის კომენტარს აკეთებდა.

"ვამაყობ ჩემი გუნდით. ბოლო 10 თვის მანძილზე ამ გუნდმა სენსაციური შედეგი დადო. კომენდატის საათის შემოღება არ დამჭირვებია. ჩვენ დავიმსახურეთ მიღწეული წარმატების აღნიშვნა ისე, როგორც ეს საქმეს შეეფერება. მთლიან გუნდს ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. ამ გზაზე უამრავი ადამიანი გვეხმარებოდა, სწორედ ამიტომ ეს ტიტული ყოველ მათგანს ეკუთვნის. გუნდმა ეს გზა წარმატებით განვლო. ძალიან კარგად ვიცოდით, თუ როგორი შეტევა ჰყავს "პსჟ"-ეს, მიუხედავად ამისა ჩვენ საკუთარ შემტევ ფეხბურთს არ ვუღალატეთ. მეორე ტაიმის თამაშსაც თუ გავითვალისწინებთ, ჩვენ დამსახურებულად მოვიგეთ. ჩვენ გვყავს ბრწყინვალე ფეხბურთელები და გვაქვს დაუოკებელი ჟინი."-აცხადებდა მატჩის დასრულების შემდეგ ჰანსი ფლიკი.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში მიუნხენის "ბაიერნმა" "პარი სენ-ჟერმენი" მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 1-0 დაამარცხა და ხსენებული ტურნირის ტრიუმფატორი გახდა.

ფლიკი ბაიერნი ჩემპიონთა ლიგა ფინალი პარი სენ-ჟერმენი

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.