» » რობერტ ლევანდოვსკი საუკეთესო ბომბარდირი გახდა

რობერტ ლევანდოვსკი საუკეთესო ბომბარდირი გახდა

24-აგვ-2020, 09:52
0154
მიუნხენის «ბაიერნის» პოლონელი შემტევი რობერტ ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

32 წლის თავდამსხმელმა 15 ბურთი (მათ შორის ორი პენალტი) გაიტანა 11 შეხვედრაში. ამასთან ერთად ლევანდოვსკის ანგარიშზე ექვსი შედეგიანი გადაცემაა. მიუნხენელთა ფორვარდს კრიშტიანუ რონალდუს რეკორდის გასამეორებლად ორი გოლი დააკლდა. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა 2013/14 წლების სეზონში 17 გოლის გატანა მოახერხა.

— არასდროს შეწყვიტოთ ოცნება! წარუმატებლობის მიუხედავად არასდროს დანებდე. იშრომეთ, რათა მიაღწიოთ დასახულ მიზანს», - ასე გამოეხმაურა დღევანდელ შეხვედრას ლევანდოვსკი.

რობერტ ლევანდოვსკი საუკეთესო ბომბარდირი გახდა


აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ასეთი ანგარიშით ჩემპიონთა ლიგის ფინალი მეოთხეჯერ დასრულდა. ბოლოს მინიმალური სხვაობით 1998 წელს მადრიდის რეალმა ტურინის იუვენტუსი დაამარცხა.

1992/93 წლებში მარსელისა და მილანის დაპირისპირებაც 1:0 დასრულდა, მსგავსი ანგარიში დაფიქსირდა 1994/95 წლის ფინალში აიაქსსა და მილანს შორის.

სტატიის ავტორი : TOTALMAN

რობერტ ლევანდოვსკი ბომბარდირი

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..