» » FCB: კიმიხისა და ალფონსო დევისის შეფასებები

FCB: კიმიხისა და ალფონსო დევისის შეფასებები

24-აგვ-2020, 10:22
096
უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მიღწეულ ისტორიულ გამარჯვებას ეხმიანება, მიუნხენის "ბაიერნის" ორი ახალგაზრდა მცველი, იოზუა კიმიხი და ალფონსო დევისი. მათ კომენტარებს "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდი გვთავაზობს.

იოზუა კიმიხი -"ჩემს კარიერაში ეს უბრწყინვალესი დღეა, შეუძლებელია გადმოვცე თუ რას ნიშნავს, ასეთ გუნდთან ერთად მოედანზე ყოფნა. მოიგო ასეთი ტიტული, შენს ძმებთან ერთად - ეს მაქსიმუმია რისი მიღწევაც შესაძლებელია. ჰანსი ფლიკმა, თავიდანვე თავდაჯერებულობა შეგვმატა. როდესაც გამარჯვებების მოპოვება დავიწყეთ, ეს ნდობა გაიზარდა. როდესაც ვინმე შეცდომას უშვებს, თანაგუნდელები მყისიერად ამ შეცდომის აღმოფხვრაზე მუშაობენ. დღეს შეუვალები არ ვყოფილვართ, თუმცა დაუმარცხებლობის განცდა მაინც გვქონდა. ჩემი აზრით, დავიმსახურეთ ხსენებულ ტურნირზე გამარჯვების მიღწევა."

ალფონსო დევისი -"ვის შეეძლო ამის წარმოდგენა. "ბავარიაში" მოვედი კანადიდან და უეფას ჩემპიონთა ლიგა მოვიგე. ეს რომ ვინმეს ორი-სამი წლის წინ ეთქვა, ვეტყოდი რომ მატყუარაა, თუმცა როგორც ირკვევა ოცნებები სრულდება."

ალფონსო დევისი იოზუა კიმიხი ჩემპიონთა ლიგა ფინალი პარი სენ-ჟერმენი

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..