» » FCB: კანი "ბაიერნის" გამარჯვებას გამოეხმაურა

FCB: კანი "ბაიერნის" გამარჯვებას გამოეხმაურა

24-აგვ-2020, 10:42
0149
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი კარის დარაჯი ლეგენდარული ოლივერ კანი, მისი გუნდის მიღწეულ წარმატებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, ოლივერ კანი მოცემულ მომენტში, მიუნხენური კლუბის მმართველი საბჭოს შემადგენლობაში შედის.

"ნოემბერში ჰასან სალიჰამიჯიჩმა მითხრა, რომ მისი სურვილია ოდესმე ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვება კვლავ იზეიმოს. ითქვა - შესრულდა კიდეც. ჩემი აზრით სიტყვა "გუნდი" გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. აღსანიშნავია ის შიმშილის გრძნობა, რასაც ბიჭები მთელი სეზონის მანძილზე განიცდიდნენ. ეს ფეხბურთელები არასდროს არ იყვნენ საკუთარი თავით ბოლომდე კმაყოფილები. იყო განცდა, რომ ისინი სწორედ ამგვარი შედეგის მიღწევის გამო, მაქსიმალური კონცენტრაციით სვლას გააგრძელებდნენ."

"ეს სისტემა თითქოს ამ გუნდისთვისაა შექმნილი. "პარი სენ-ჟერმენი" ზოგ შემთხვევაში ჩვენი წნეხიდან თავისუფლდებოდა, თუმცა ბიჭები სადარაჯოზე იდგნენ. სწორედ ამგვარი მიდგომით შევძელით და გავაკონტროლეთ მსოფლიო კლასის ფეხბურთელები, ისეთები როგორებიც არიან მბაპე და ნეიმარი. მანუელ ნოიერმა ორი უაღრესად მნიშვნელოვანი სეივი შემოგვთავაზა. ეს ისაა, რასაც ბაიერნის მეკარა უნდა აკეთებდეს : იგი მუდამ ორთაბრძოლებში არ არის ჩაბმული, თუმცა როდესაც ეს გუნდს დასჭირდება, ის საიმედო უნდა იყოს."-
ციტირებს ოლივერ კანის სიტყვებს "რეკორდმაისტერის" ოფიციალური ვებ-გვერდი.

ოლივერ კანი ბაიერნი ჩემპიონთა ლიგა ფინალი

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..